ქუთაისის მერიის წინ, მერიის თანამშრომლები საპროტესტო გამაფრთხილებელ აქციას მართავენ. ქალაქის ვიცე მერები და სამსახურის უფროსების თქმით, მათ უახლოეს დღეებში პოლიტიკური ნიშნით გაანთავისუფლებენ, რადგან ისინი ახალი ხელისუფლებისთვის მიუღებლები არიან.
„ეს არ არის რეორგანიზაცია, ეს არის წმინდა პოლიტიკური დევნა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი მერიის თანამშრომლების მისამართით. თუ ახალი ხელისუფლება სამსახურიდან გაგვათავისუფლებს მათ სასამართლოში მოუწევთ იმის დამტკიცება, თუ რატომ მოხდა უფლებამოსილების შეჩერება", - განაცხადა ქუთაისის ვიცე მერმა ამირან ძოწენიძემ.
ცნობისთვის ქუთაისის მერიასთან აღნიშნული აქციის შემდეგ, „ქართული ოცნების" მხარდამჭერები საპროტესტო აქციის ჩატარებას გეგმავენ და ისინი მერიაში დასაქმებული ძველი კადრების მაშტაბურად გათავისუფლებას მოითხოვენ.