სეპარატისრული აფხაზეთის ე.წ. ცესკომ აფხაზეთის პრეზიდენტობის მსურველი კიდევ ერთი კანდიდატის წარმდგენი საინიციატივო ჯგუფი დაარეგისტრირა. აღნიშნულმა ჯგუფმა აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის მსურველად 1964 წელს დაბადებული, დროებით უმუშევარი ჯამალიკ აიბა წარადგინა.
შეგახსნებთ, რომ სეპარატისტული აფხაზეთის აფხაზეთის "პრეზიდენტობაზე" აიბას გარდა სამი ადამიანი აცხადებს პრეტენზიას. ერთი, ასევე უმუშევარი ფილოსოფოსი, მეორე _ აფხაზეთის ე.წ. ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, მესამე კი _ აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების პატიის ლიდერი ბესლან ბუთბაა.