იმერეთის ყოფილი გებერნატორი დაკითხვაზე დაიბარეს. ლაშა მაქაცარიას დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში 20 ივნისს დაკითხავენ. სამართალდამცავი ორგანო მაქაცარიას გუბერნატორობის პერიოდით დაინტერესდა. საუბარია 2010 წლის 24 ნოემბრით დათარიღებულ მაქაცარიას ბრძანებაზე, რომლის მიხედვით 20-მდე ბაგა-ბაღის გამგე და 10-მდე ბუღალტერი თანამდებობიდან ერთდროულად გათავისუფლდა.
პროკურატურა ლაშა მაქაცარიას თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება - სისიხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილი.
შეგახსენებთ, რომიმერეთის
ყოფილმა გუბერნატორია ლაშა მაქაცარიამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა
გასული წლის დეკემბერში რიყის ტერიტორიის გასხვისების საკითხზე დაკითხა.