1-ელი სექტემბრიდან, სარეკლამო აბრებზე წარწერის გაკეთება ქართულ ენაზეც ხდება სავალდებულო. „რეკლამის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილების მიხედვით, წარწერა ქართულ ენაზე უნდა იყოს შესრულებული, თუმც ქართული წარწერა ინგლისურ ენაზე შესრულებულ წარწერასთან შედარებით შედარებით მსხვილი შრიფტით უნდა იყოს.
„საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აბრაზე წარწერა შესრულებული უნდა იყოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო სურვილის შემთხვევაში იგი შეიძლება შესრულდეს აგრეთვე უცხოურ ენაზე. უცხოურენოვანი წარწერა ზომით არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ წარწერას"- აღნიშნულია კანონოში, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში დღეს გამოქვეყნდა.
კანონში ასევე განმარტებულია აბრის ცნებაც და ისიც რას ეხება კანონში შესული კონკრეტული ცვლილება.
„აბრა - დაფა, რომელზედაც დატანილია ნებისმიერი ფორმისა და ზომის წარწერა, რომელიც განთავსებულია ეკონომიკური აგენტის ან მეწარმე სუბიექტის ობიექტზე, აღნიშნავს ამ ობიექტის სახელწოდებას და მისგან არაუმეტეს 1.5 მეტრით არის დაშორებული."_ ნათქვამია კანონში.