უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი მოსკოვში ჩასვლას 5 მარტს გეგმავს. განცხადება ამის შესახებ დღეს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ანა გერმანმა გააკეთა.
"უკვე მოველაპარაკეთ პრეზიდენტ მედვედევს ამის შესახებ", _ განაცხადა თავად იანუკოვიჩმა რუსეთის დუმის თავმჯდომარე ბორის გრიზლოვთან და მედვედევის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ სერგეი ნარიშკინთან შეხვედრის შემდეგ.