სეპარატისტულ აფხაზეთში მოქმედმა ოპოზიციურმა პარტიამ _ აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების პარტიამ აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატად აღნიშნული პარტიის ლიდერი ბესლან ბუთბა დაასახელა.
აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს გამართულ პარტიის ყრილობაზე იქნა მიაღებული, რომელშიც 275 დელეგატი მონაწილეობდა. აფხაზური მხარის ინფორმაციით, დელეგატებმა ყრილობაზე მოისმინეს პარტიის ხელმძღვანელის პოლიტიკური ანგარიში და მხარი დაუჭირეს მის მიერ წამოყენებულ წინადადებებსა და ქვეყანაში არსებული სუტუაციის შეფასებას.
ყრილობაზევე ე.წ. ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატად ასლანბეკ ტკაჩი წამოაყენეს.
შეგახსნებთ, რომ სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. ცესკოში აფხაზეთის "პრეზიდენტობის" მსურველი ორი კანდიდატია დასახელებული. ერთი უმუშევარი ფილოსოფოსი, მეორე კი აფხაზეთის ე.წ. ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა.