სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აჭარაში იმყოფება.
პატრიარქი აჭარაში 1200 ადამიანს მონათლავეს და შემდეგ ნათლულებს დალოცავს. ნათლობის ცერემონია ხულოსა და ბათუმში გაიმართება.
უწმინდესი აჭარის რეგიონში სამი დღის განმავლობაში დარჩება. პატრიარქი ხვალ, 18 ივნისს შეხვედრას გამართავს შუახევში და ბათუმის უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენციას ,,მემკვიდრეობა" დაესწრება.