თბილგაზში ყაზახური მენეჯმენტი ბრუნდება. გადაწყვეტილება ამის შესახებ ასტანაში, ყაზახეთისა და საქართველოს მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე იქნა მიღებული. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ყაზახურ მხარესთან ხელი მოაწერა ოქმს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ყაზახეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ასტანასთან ურთიერთობა ახალ სტარტს იღებს. ქვეყნის ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე ამბობს, რომ ყაზტრანსგაზთან დაკავშირებით ორივე მხრიდან შეიქმნა სამუშაო ჯგუფები. კალაძის განცხადებით, ამ ეპატზე ვალებთან დაკავშირებით პრობლემა ამოწურულია.
მასალის გამოყენების პირობები