სასტუმრო ,,რადისონში" მოსამართლეთა კონფერენციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს, სადაც სადისციპლინო საბჭოს წვერები, ადმინისტრაციული კომიტეტის წევრები და თავმჯდომარე უნდა აირჩიონ.
,,ჩვენ უნდა ავირჩიოთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, სადისციპლინო კოლეგიის სამი წევრი, ადმინისტრაციული კომიტეტის ორი წევრი და შემდეგ თავმჯდომარე და უკვე შემდეგ ღია კენჭისყრით სადისციპლინო კოლეგიაში პარლამენტის მიერ დანიშნული ორი წევრის ანაზღაურება უნდა განვსაზღვროთ, ეს ორი წევრი პარლამენტს არ დაუნიშნია, მაგრამ ჩვენ დღესვე შეგვიძლია ეს მოვაგვაროთ", _განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა.