ჩემი ოჯახის კლინიკის ინიციატვით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხულოს მუნიციპალიტეტის რაიონულ საავადმყოფოში ჩატარდება უფასო სამედიცინო კონსულტაციები და გამოკვლევები ტარდება.
უფასო სამედიცინო აქცია 11:00 საათზე დაიწყო, კონსულტაციებს და გამოკვლევებს ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს წამყვანი სპეციალისტები ატარებენ. პედიატრის, ნეონატოლოგის, ბავშვთა ნევროლოგის, ონკოლოგის, ენდოკრინოლოგის, ქირურგის, უროლოგის, ტრავმატოლოგის, ბავშვთა ტრავმატოლოგის, ბავშვთა ორთოპედის, ანგიოქირურგის, კარდიოლოგის, კარდიოექოსკოპისტის და მეანგინეკოლოგის უფასო სამედიცინო მომსახურების მიღება ადგილობრივ მოსახლეობას მთელი დღის განმავლობაში შეეძლება.
სამედიცინო აქციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, მინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძე და ბათუმის რეფერალური საავდმყოფოს დირექტორი გიორგი გიორგაძე ესწრება.
ანალოგიური აქცია 6 ივლისს შუახევის მუნიციპალიტეტში, 27 ივლისს კი ქედის მუნიციპალიტეტში ჩატარდება.