1000-მდე აქციის მონაწილე, ქუთაისის-ზესტაფონი-თბილისის ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვას შეეცადნენ, რისი უფლებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.
ბაზრის დემონტაჟის გამო ადგილზე მობილიზებულია, ჭიათურის, თერჯოლის და ზესტაფონის სამართალდამცველები.
„ერთადერთი საარსებო წყარო, ჩვენი ოჯახისთვის ეს ბაზარია. აქ ვმუშაობ წლების განმავლობაში და კერძო საკუთრებათ მაქვს რამდენიმე ათეული კვადრატი შეძენილი, ესენი კი მეუბნებიან უნდა დავანგრიოთო, ამ ამბავს ასე არ დავტოვებ, თუ სიმართლეს ვერ დავადგენ თავს დავიწვავ,"-ამობობს ციალა ბალანჩივაძე.
ცნობისთვის ბაზრის შესაძლო დემონტაჟს ბაზრის მოვაჭრეები, პარლამენტთან კვირის განმავლობაში აპროტესტებდნენ და მჯდომარე აქციას პარლამენტის შესასვლელში მართავდნენ.