უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა უმაღლეს რადაში ფიცი დადო და უკრაინის მეოთხე პრეზიდენტი გახდა. ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიალი უკრაინის პარლამენტის საზეიმო სხდომაზე გაიმართა.
თავისი საინაუგურაციო სიტყვა ვიქტორ იანუკოვიჩმა "ნარინჯისფერი გუნდის" კრიტიკით დაიწყო, რომელიც უკრაინის ხელისუფლების სათავეში 2005 წელს მივიდა.
"სიღარიბე, დანგრეული ეკონომიკა, კორუფცია",_ ასე დაახასიათა ვიქტორ იანუკოვიჩმა ქვეყანაში ამჟამად არსებული მდგომარეობა და იქვე დასძინა, რომ იცის თუ როგორ გამოასწოროს სიტუაცია.
რადის დარბაზში უკრაინული პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრები იყვნენ შეკრებილნი. რუსეთის ფედერაციას ვიქტორ იანუკოვიჩის ინაუგურაციის ცერემონილზე რუსეთის დუმის სპიკერი ბორის გრიზლოვი და მედვედევის ადმინისტრაციის ხელმძღვაბელი სერგეი ნარიშკინი წარმოადგენდნენ. დამსწრეთა შორის ასევე იყო უკრაინის ექს-პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა.
ვიქტორ იანუკოვიჩის ინაუგურაციას არ დასწრებიან უკრაინის პრემიერ მინისტრი იულია ტიმოშენკო და ექს-პრეზიდენტები ლეონიდ კრავჩუკი და ვიქტორ იუშჩენკო. აღსანიშნავია, რომ იუშჩენკომ ადრევე განაცხადა, რომ ინაუგურაციის ცერემონიალზე დასწრებას არ აპირებდა, ხოლო ტიმოშენკომ კი არჩევმნებში დამარცხების შემდეგ განაცხადა, რომ ვიქტორ იანუკოვიჩს ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარებს.
ამას გარდა, პარლამენტის დარბაზში სტუმრების გარდა, უმაღლესი რადის ყველა ფრაქციის წარმნომადგენლები იმყოფებოდნენ, იულია ტიმოშენკოს ფრაქციის წევრთა გარდა. პრეზიდიუმში ასევე არ იყო ვიცე-სპიკერი, იულია ტიმოშენკოს ბლოკის წევრი ნიკოლაი ფომენკო.
ინაუგურაციის წინ ვიქტორ იანუკოვიჩმა კიევო-პეჩოვის ლავრა მოინახულა, სადაც მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი ლიტურგიას აღავლენდა.
მოსკოვისა და სრულიას რუსეთის პატრიარქმა ახლადარჩეული პრეზიდენტი დალოცა და სიტყვით გამოსვლის დროს რუსი და უკრაინელი ხალხების ერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამის შემდეგ ვიქტორ იანუკოვიჩი პარლამენტში გაემგზავრა.
პროცედურის თანახმად, უკრაინის ცესკოს თავმჯდომარემ ვლადიმერ შაპოვალმა ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტად არჩევის შესახებ კომისიის მიერ შედგენილი გადაწყვეტილება წაიკითხა. ამის შემდე უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ალექსეი სტრიჟაკმა ვიქტორ იანუკოვიჩი ფიცის დასადებად მიიყვანა. ამ მომენტიდან ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობების შერულებას შეუდგა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რომელიც 7 თებერვალს გაიმართა ვიქტორ იანუკოვიმა ამომრჩეველთა ხმების 48, 95 % დააგროვა და თავის მოწინააღმდეგეს იულია ტიმოშEნკოს გაუსწრო, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 45, 47 % მიიღო.
იქტორ იანუკოვიჩი უკრაინის ახალი პრეზიდენტია
თბილისი.25.02.10."ჯი-ეიჩ-ენი". უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა უმაღლეს რადაში ფიცი დადო და უკრაინის მეოთხე პრეზიდენტი გახდა. ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიალი უკრაინის პარლამენტის საზეიმო სხდომაზე გაიმართა.