მარნეულში, ახალგაზრდა ქალმა, კაცი, სავარაუდოდ, საქმრო დაჭრა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ნაქირავებ ბინაში სხვა ქალთან ერთად იმყოფებოდა, რისი გაგების შემდეგაც, ადგილზე მისი საცოლე მივიდა და მამაკაცი დანით დაჭრა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.