ამერიკულმა გამოცემა Fox News-მა გამოაქვეყნა წერილის ასლი, რომელიც აშშ-ის პირველმა ლედიმ რუსეთის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მეშვეობით ვლადიმირ პუტინს გადასცა.
გზავნილში მან რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდა „დაიცვას ბავშვები“ და გადალახოს ხალხებს შორის არსებული უთანხმოება.
Fox News-ის ცნობით, რუსეთის ლიდერმა ის მაშინვე წაიკითხა ამერიკული და რუსული დელეგაციების თანდასწრებით.
წერილის ტექსტში პირველი ლედი აღნიშნავს, რომ ყველა ბავშვს, წარმოშობის ქვეყნისა თუ სოციალური სტატუსის მიუხედავად, „ერთი და იგივე ოცნებები აქვს - სიყვარული, შესაძლებლობები და საფრთხისგან დაცვა“.
„როგორც მშობლებს, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, ვიზრუნოთ მომავალი თაობის იმედზე. როგორც ლიდერებს, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, მხარი დავუჭიროთ ჩვენს შვილებს არა მხოლოდ მათ უშუალო წრეში, არამედ გაცილებით ფართო წრეში.
რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ აღვწეროთ ღირსებით სავსე სამყარო ყველასთვის, რათა ყველა ადამიანმა მშვიდად გაიღვიძოს და მომავალი უსაფრთხოდ იყოს დაცული.
მარტივი, მაგრამ ღრმა აზრი, ბატონო პუტინ, რაშიც დარწმუნებული ვარ, დამეთანხმებით: თითოეული თაობის შთამომავლები ცხოვრებას სიწმინდით იწყებენ - უმანკოებით, რომელიც აღემატება გეოგრაფიას, მმართველობასა თუ იდეოლოგიას.
და მაინც, დღევანდელ სამყაროში, ზოგიერთი ბავშვი იძულებულია, რომ თავის შიგნით ატაროს ჩუმი სიცილი, რომელსაც გარშემო სიბნელე არ შეხებია - ჩუმი წინააღმდეგობა იმ ძალების მიმართ, რომლებსაც შეუძლიათ მათი მომავლის წართმევა.
ბატონო პუტინო, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ მათი მელოდიური სიცილის დაბრუნება. ამ ბავშვების უდანაშაულობის დაცვით, თქვენ გაცილებით მეტს გააკეთებთ, ვიდრე უბრალოდ ემსახუროთ რუსეთს - თქვენ მთელ კაცობრიობას ემსახურებით. ასეთი თამამი იდეა ყველა ადამიანურ დაყოფას ლახავს და სწორედ თქვენ, ბატონო პუტინო, შეგიძლიათ დღეს ამ ხედვის ერთი ხელმოწერით ხორცშესხმა. დრო მოვიდა“, - ნათქვამია წერილში.
უნდა აღინშნოს, რომ წერილის ტექსტში არ არის ნახსენები უკრაინა, არც რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ და არც რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების გატაცება.
Fox News-ის ცნობით, წერილი ტრამპისა და პუტინის ანკორიჯში შეხვედრის წინა დღეს დაიწერა.
