სისხლის დონორის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით და ორგანიზებით დღეს, 14 ივნისს, 11:00 საათზე სს ჯანმრთელობის ცენტრ „მედინა"-ს სისხლის ბანკში და შპს „აჭარის სისხლის გადასხმის სადგურში" სისხლს უანგაროდ გაიღებენ შემდეგი საჯარო უწყებებისა და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები:
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო
3. „აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო"
4. „აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო"
5. აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო"
6. „გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო"
7. შპს „ქ. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი"
8. შპს „აჭარის ნარკოლოგიური ცენტრი"
9. სს „მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი"
10. შპს „ბათუმის სამშობიარო სახლი"
11. შპს „ქ. ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკური ცენტრი"
12. შპს „რესპუბლიკური ფსიქონევროლოგიური კლინიკური საავადმყოფო"
13. შპს „ბათუმის რეფერალური საავადმყოფო"
სისხლის დონორთა საერთაშორისო დღე 14 ივნისს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად აღინიშნება, რომლის მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება უსაფრთხო სისხლისა და სისხლის პროდუქტების მნიშვნელობის შესახებ. ასევე მადლიერების გამოხატვა ყველა იმ დონორის მიმართ, რომლებიც ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად ნებაყოფლობითა და უანგაროდ გასცემს სისხლს.
2013 წლის კამპანიის თემა: „აჩუქე სიცოცხლე-გაიღე სისხლი" ეძღვნება უანგარო დონორის მსოფლიო დღის 10 წლისთავს. კამპანიის მიზანია ყურადღება გამახვილდეს გაღებული სისხლის