რუსეთის რეგიონალური განვითარების მინისტრის მოადგილედ ჩრდილო-კავკასიის ფედერალური ოლქის, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ვადიმ მალინინი დინიშნა. ადრე მას ამ უწყების ხელმძღვანელის თანაშემწის თანამდებობა ეკავა.
"ვადიმ მალინინი სამინისტროს თანამშრომლებს დღეს წარუდგინეს. ის კურირებას გაუწევს ჩრდილო-კავკასიის ფედერალურ ოლქს და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სოციალ-ეკონომიკური განვითარების საკითხებს", _ იუწყება რუსული მედია.