ბათუმის მერი ჯემალ ანანიძე თანამდებობაზე რჩება. საკრებულოს სხდომაზე, სადაც ჯემალ ანანიძის თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე გადადგომის საკითხი იხილებოდა, საკრებულომ არ დააკმაყოფილა. ჯემალ ანანიძის პოსტზე დარჩენას საკრებულოს 20 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, მხოლოდ ერთი დეპუტატი აღმოჩნდა წინააღმდეგი.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი დღევანდელ გადაწყვეტილების მიზეზად იმ ფაქტს ასახელებს, რომ ახლა მერის პოსტზე კონკურსის გამართვის დრო არ არის და უკეთესი იქნება, თუ ქალაქში დაწყებული პროექტები მშვიდ გარემოში გაგრძელდება.