მიმდინარე წლის ბოლოდან რუსეთის ფედერაციის სარგებლობაში იჯარის უფლებით 49 წლიანი ვადით გადადის ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე სამხდერო სანატორიუმები "სუხუმ", "გაგრა", "გუდაუთსკი". ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური და რუსული მედია ავრცელებს.
უკვე მიღებულია გადაწყვეტილება აფხაზეთში რუსეთის სამხედრი ექსპერტების გაგზავნის შესახებ, იმისათვის რათა სანატორების ფუნქციონირების აღდგენასთან დაკავშირებული პრობლემები შესწავლილი იქნას.
რუსული სამხედრო ბაზის შემადგენლობაში ეს სანატორიუმები ჯერ კიდევ 2010 წელს უნდა შესულიყვნენ და ეს საკითხი დღემდე ღიად იყო დარჩენილი, ვინაიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამ ობიექტების გაყიდვა სურდა, თუმცა ამ საკითხში აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების წინააღმდეგობას წააწყდა.