ხვალ, 13 ივნისს ბათუმის საკრებულო ქალაქის მერის თანამდებობიდან გადაყენების საკითხზე იმსჯელებს. ჯემალ ანანიძემ გადადგომის მოთხოვნით საკრებულოს ოფიციალურად 11 ივნისს მიმართა.
საკრებულოს ბიურომ ქალაქის მერის ჯემალ ანანიძის პირადი განცხადება უკვე განიხილა.
დააკმაყოფილებს თუ არა ბათუმის საკრებულო ქალაქის მერის, ჯემალ ანანიძის განცხადებას გადადგომის თაობაზე, 13 ივნისს, 11 საათზე, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გახდება ცნობილი.
"თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, გადაწყვეტილება საკრებულოს თავმჯდომარემ საკრებულოს წევრთა ხმათა უმრავლესობით უნდა მიიღოს, ამისთვის კი მას საკრებულოს 23 წევრიდან მინიმუმ 12 წევრის თანხმობა სჭირდება.