ავღანეთში ქაბულის უზენაესი სასამართლოს შენობასთან თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რის შედეგადაც 16 ადამიანი გარდაიცვალა და 40-ზე მეტი მძიმედ დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს.
ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ასაფეთქებელი მოწყობილობებით დატვირთული ავტომობილი, რომელსაც თვითმკვლელი ტერორისტი მართავდა, შეეჯახა ავტობუსს, რომელსაც სასამრთლოს ტანამშრომლები გადაჰყავდა. ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა თალიბებმა აიღეს.
ამ დრომდე ინციდენტის ტერიტორია შემოსაზღვრულია და შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ჯგუფები და სამართალდამცავები მუშაობენ. მსხვერპლისა და დაშავებულთა რაოდენობის მიხედვით, ეს ყველაზე მასშტაბური ტერორისტული აქტია, რომელიც ავღანეთში უკანაკნელი წელიწადნახევრის განმავლობაში მოხდა.