გვიან ღამით ხანგრძლივი წვიმის შედეგად, დუშეთის რაიონ სოფელ ოძისთან ცენტრალურ მაგისტრალზე მეწყერი ჩამოწვა. ამ ეტაპზე სპეციალური ტექნიკა გზის გამწმედ სამუშაოებს ატარებს. მაგისტრალი დღის განმავლობაში უნდა გაიწმინდოს.
უხვმა ნალექმა მცხეთის სოფლებიც დააზარალა. დღეიდან აღნიშნულ სოფლებში ზარალის დამთვლელი კომისია მუშაობას იწყებს. როგორც ცნობილია შვიდ დასახლებაში, საცხოვრებელი სახლები და სამეურნეო მიწის ნაკვეთებია დატბორილი.
ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით წვიმების სედეგად შინაური ფრინველები და პირუტყვი დაიღუპა.