ზესტაფონელი მოვაჭრეები, რომლებსაც პარლამენტის შენობის შესასვლელი დილიდან პიკეტირებული აქვთ, დაშლას არ აპირებენ და ღამის გათევას პარლამენტთან გაგმავენ. ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს" აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მაყვალა ცხადაძემ განუცხადა. მისი თქმით, რადგან დღევანდელი დღე საკომიტეტო არ იყო ისინი ღამეს ქუთაისში მდებარე პარლამენტთან გაათევენ და ხვალ დეპუტატებს დაელოდებიან.
„დღეს არ გაგვიმართლა და დეპუტატები არ იყვნენ პარლამენტში, ამიტომ ღამეს პარლამენტთან გავათევთ და ხვალ არცერთ დეპუტატს შესვლის უფლებას არ მივცემთ ვიდრე ჩვენს პრობლემებს არ მოაგვარებენ", - განაცხადა მაყვალა ცხადაძემ.
ცნობისთვის, ზესტაფონელი მოვაჭრეები პარლამენტთან, ბაზრის შესაძლო გაუქმებას აპროტესტებენ, რის შედეგადაც ათასობით მოვაჭრე სამსახურის გარეშე რჩება.