ქუთაისში რუსთაველის ხიდიდან რამდენიმე წუთის წინ ქალი თვითმკვლელობის მიზნით მდინარეში გადახტა. ადგილზე იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი, რომელიც ქალბატონის მდინარედან ამოყვანას ცდილობს.
„60 წლამდე ქალი მდინარე რიონში გადახტა. ეს შეტყობინება შემოგვივიდა საგანგებო სამსახურის ცხელ ხაზზე, ადგილზე მობილიზებულია მაშველთა ჯგუფი და ქალბატონს უახლოეს წუთებში მდინარედან ამოვიყვანთ.", - განაცხადა ქუთაისის საგანგებო სამსახურის უფროსმა კახა მაჩიტიძემ.