ზესტაფონელი ბაზრის მოვაჭრეები ქუთაისში მდებარე პარლამენტის შესასვლელთან მჯდომარე აქციას მართავენ. მომიტინგეების თქმით დეპუტატებს პარლამენტში შესვლის უფლებას არ მისცემენ. ზესტაფონელები მათ ქალაქში ბაზრის დახურვას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ მათ ოთხშაბათამდე მისცეს ვადა ბაზრის ტერიტორია დაეტოვებინათ.
„ამ ადამიანებს სურთ ათასამდე ზესტაფონელი ოჯახი მშიერი დატოვონ. რის საშუალებასაც ჩვენ მათ არ მივცემთ. ვითხოვთ ბაზარი იყოს ხალხის და არა კონკრეტული ჩინოვნიკების. თუ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება პარლამენტში დეპუტატებს არ შევუშვებთ", - განაცხადა ზესტაფონის ბაზრის ერთ-ერთმა მოვაჭრემ.