ქუთაისის მერიის წინ ამ წუთებში აგრარული ბაზრის მოვაჭრეები საპროტესტო აქციას მართავენ და ქალაქის ახალ მერთან შეხვედარას ითხოვენ.
ბაზრის მოვაჭრეები გარე ვაჭრობის აკრძალვას ითხოვენ. მათი განმარტებით თუ მათი მოთხოვა არ დაკმაყოფილდება ისინი შიმშილობის დაწყებას გეგმავენ.
,,რაც გარე ვაჭრობა დაუშვა ადგილობრივმა თვითმმართველობამ მას შემდეგ ბაზარში კლიენტი აღარავინ შემოდის. ფაქტობრივად, დახლის ფულის გადახდასაც ვერ ვახერხებთ. ასე მუშაობა აღარ შეგვიძლია მოგვაქციოს ყურადღება ქალაქის ახალმა მერმა",_ამბობს ბაზრის მოვაჭრე დოდო ნუსელიძე.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ბაზრის მოვაჭრეებმა ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვას სცადეს, მაგრამ ამის უფლება სამართალდამცავებამ არ მისცეს.