სამტრედიის რაიონის სამ სოფელში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. სტიქიამ განსაკუთრებით სამი სოფელი - კორმაღალი, ზემო ნოღა და საჯავახო დააზარლა. 500 -მდე ოჯახს ხეხილი და ვაზი დაუზიანდა. დახოცილია ფრინველიც.
„ძლიერი სეტყვის შედეგად სამ სოფელში მცხოვრები მოსახლეობა დაზარალდა. ხეხილი და ვაზი ამ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის მთავარი შემოსავლის წყაროა, რომელიც ფაქტობრივად განადგურებულია. ზარალის დამთვლელი კომისია უახლოეს დღეებში დაასრულებს მუშაობას რის შემდეგაც დამხარება ცენტარლურ ხელისუფლებას უნდა ვთხოვოთ, რადგან ადგილობრივი ბიუჯეტით ზარალის ანაზღაურება შეუძლებელია" ,- განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ემზარ შუბლაძე.