ოსმა სეპარატისტებმა "რუსეთის დღის" აღნიშვნა ორიგინალურად გადაწყვიტეს. მიღებული გადაწყვეტილებით სეპარატისტები მთელი ე.წ. რესპუბლიკის მასშტაბით შეიკრიბებიან და რუსულ ენაში დიდ კარნახს დაწერენ. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
"საერთორესპუბლიკურ კარნახში რუსულ ენაში ყველა მსურველი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის რესპუბლიკის ხელმძღვანელობა. მივმართავთ ყველას, ვინც მადლობელია რუსეთის, მიიღოს მონაწილეობა ამ ღონისძიებაში", _ იუწყება კომიტეტი და აღნიშნავს, რომ რუსულ ენაში საერთორესპუბლიკურ კარნახში გამარჯვებულები რუსეთის ფედერაციისათვის განკუთვნილ გზავნილს დაწერენ სახელწოდებით - "წერილი რუსეთს".
"ყველას შეეძლება რუსული ენის ცოდნის თავისი დონე შეამოწმოს. ნამუშევრებს კომისიის წევრები შეამოწმებენ", _ იუწყება კომიტეტი.