საოკუპაციო ზოლს მიმდებარე ტერიტორიას დიპლომატები და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმოდგენლები მოინახულებენ. ისინი ე.წ. საზღვრისპირა ტერიტორიაზე შსს ინიციატივით ჩადიან. როგორც შსს აცხადებენ დიპლომატებისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლების ვიზიტი მნიშვნელოვანია, რადგან ისინი საკუთარი თავლით ნახავენ რა ვითარებაა ე.წ. ოკუპირებულ საზღვართან.
,,დაახლოებით 30-მდე დიპლომატი იქნება წარმოდგენილი ადგილზე. ჩვენ მოვინახულებთ ხურვალეთს, გეგუთიაანთკარსა და დიცს. Dდიპლომატებს მიეცემათ შესაძლებლობა საკუთარი თვალით ნახონ და გაეცნონ მდგომარეობას ადგილზე, -Gგანაცხადა ჟურნალისტებთან შსს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა კახა ქემოკლიძემ.