სოციალური პასუხისმგებლობა ბანკ „რესპუბლიკის" ყოველდღიური საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. ყოველ წელს, ჯგუფ "სოსიეტე ჟენერალის" პოლიტიკის თანახმად, ბანკი "მოქალაქეობრივი სოლიდარობის კვირეულს" მართავს. ღOონისძიების მიზანია სოციალურად სასარგებლო ღონისძიებების განხორციელება და ფიზიკური, მორალური და ფინანსური თანადგომა მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
წელს კვირეულის ფარგლებში საინტერესო ღონისძიებები ჩატარდა: სოციალურად დაუცველთათვის თანხის და ტანსაცმლის შეგროვება, სისხლის გაღება ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად და პატიმრებისათვის წიგნების შეგროვება. 30-31 მაისს, ბანკ "რესპუბლიკის" სათავო ოფისის შენობაში თანამშრომლებმა ტრადიციულად სისხლი ჩააბარეს, ეზოში კი შეწირულობა შეაგროვეს. ქველმოქმედებაში ჩართვის სურვილი ბანკის კლიენტებმაც გამოთქვეს. ბანკ "რესპუბლიკის" რეგიონულ ფილიალებში 27-31 მაისს სხვადასხვა სოციალური და საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა.
მოქალაქეობრივი მოვალეობის კვირეული ჯგუფ "სოსიეტე ჟენერალის" ყველა წევრ ქვეყანაში უკვე მეექვსეე წელია მიმდინარეობს. ამ დროს მთელი ჯგუფი ერთსულოვანია და ყველა თანამშრომელი ცდილობს, გუნდური სულისკვეთება და საზოგადოებისათვის სასიკეთო საქმის კეთება ტრადიციად აქციოს.