დაღესტანში „ომონის" თანამშრომელი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთს შს სამინისტრო ავრცელებს. რუსეთის ქალაქ პერმიდან დაღესტანში, სპეცოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად ჩასულ ომონის თანამშრომლებს უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს.
გარდა მოკლული ერთი თანამშრომლისა დაჭრილია ერთი ომონელი. იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი. თავდამსხმელები მიიმალნენ.