საუდის არაბეთის პრინცმა ფახიდ ალ-საუდმა პარიზის დისნეილენდში 15 მლნ ევრომდე დახარჯა. როგორც უცხოური მედია იუწყება, პრინცმა დისნეილენდში დიპლომის აღება აღნიშნა. 22-24 მაისს პრინცმა გასართობი ცენტრი 60 პერსონისთვის დაჯავშნა. უცხოური მედია იტყობინება იმასაც, რომ ეს პრინცის მიერ საზღვარგარეთის ქვეყანაში დახარჯული ყველაზე დიდი თანხაა.
შეგახსენებთ, რომ ცოტახნის უკან ცნობილი გახდა, რომ პრინცი ალვალიდ ბენ ტალალი გარდა პირველი კერძო პირი, რომელმაც ყველაზე დიდი სამგზავრო ხომალდი შეიძინა. ხომალდი სპეციალურად პრინცის გემოვნებით იყო გაწყობილი. ამ ხომალდს ზედმეტსახელად „მფრინავი სასახლეც" კი შეარქვეს. „მფრინავი სასახლისთვის" პრინცს 300 მლნ დოლარი დაუხარჯავს.