სირიისა და ლიბანის საზღვართან სირიელ ამბოხებულებსა და ლიბანის რადიკალურ შიიტურ დაჯგუფება „ჰეზბოლას" ბოევიკებს შორის შეიარაღებული შეტაკება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს.
შეიარაღებული შეტაკების შედეგად, საზღვართან მდებარე მთებში „ჰეზბოლას" რამდენიმე ბოევიკი დაიღუპა.
შეგახსენებთ, რომ ლიბანის რადიკალური შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლას" ბოევიკები სირიაში მიმდინარე კონფლიქტში მოქმედი ხელისუფლებისა და ბაშარ ასადის სასარგებლოდ იბრძვიან.
სამოქალაქო დაპირისპირება სირიაში და კონფლიქტი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უკვე თითქმის ორი წელია გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში, გაეროს მონაცემებით დაიღუპა 80 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო 1,5 მილიონზე მეტი ლტოლვილად იქცა.