ოსი სეპარატისტები აცხადებენ, რომ რუსი ოკუპანტების მიერ ოკუპაციის ხაზის დანარჩენი საქართველოს სიღრმეში გადმოტანის შესახებ ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე ქართულ მხარეს არ უსაუბრია.
"საქართველოში ფართო განსჯის თემად გამხდარი სახელმწიფო საზღვრის გადატანის საკითხი შეხვედრის ქართულ მონაწილეებს არ უხსენებიათ", _ აცხადებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ერგნეთის შეხვედრებზე ე.წ. ჩრდილოოსური დელეგაციის ხელმძღვანელი ხოხ გაგლოითი. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
"მე მგონი ეს საკითხი მათ არგუმენტაციისა და ფაქტოლოგიის უქონლობის გამო არ წამოწიეს წინ", _ აცხადებს ხოხ გაგლოითი.