ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა 21 ივნისს გაიმართება. განცხადება ამის შესახებ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას შს სამინისტროს საინფორმაციო და ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა კახაბერ ქემოკლიძემ ერგნეთში დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ ერგნეთში დღეს გამართულმა შეხვედრამ დაძაბულ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა მხარეებმა მორიგ შეხვედრაზე შეთანხმება მაინც მოახერხეს.