ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი მალხაზ წერეთელი მოქმედ ხელისუფლებას რაიონში არსებული პრობლემების უკეთ მოგვარებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ჭიათურის მუნიციპალიტეტში მრავალი პორლემაა, რომელიც დროულად მოსაგვარებელია.
„ხუთას სამოცდაათი ოჯახი ჩვენ პატარა რაიონში მიწისძვრით დაზარალებულია. ეს ადამიანები, დროულად ალტერნატიულ ფართში გადაყვანას საჭიროებენ. ასევე არ არის რაიონში საავადმყოფო და მოსახლეობას სამედიცინო დახმარებისათვის რამდენი ასეული კილომეტრის გავლა უწევს, იმისათვის რომ სამედიცინო დახმარება მეზობელ ქალაქში ჩაიტარონ. ასევე უმძიმესი სოციალური გარემოა შექმნილი ჭიათურაში და მთავრობას მოვუწოდებს, რომ მეტი დაინტერესება გამოიჩინონ ჩვენი ქალაქის მიმართ", - განაცხადა მალხაზ წერეთელმა.