აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ერთობლივი ინიციატივით, ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში ბავშვთა სახლის აღსაზრედელებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან გორგელაძე თავად იღებდა მონაწილეობას აღნიშნულ ღონისძიებაში.
ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში აჭარის მასშტაბით ბავშვთა სახლის 200-მდე აღსაზრდელს სხვადასხვა სახის გამოკვლევა ჩაუტარდა.
წახალისების მიზნით ლევან გორგილაძემ და საავადმყოფოს ადმინისტრაციამ მოზარდებს სერთიფიკატები გადასცა.
აღნიშნული ღონისძიება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოეწყო. "ჩემი ოჯახის კლინიკა" მსგავს საქველმოქმედო აქციებს მომავალშიც გააგრძელებს