ხვალ, 31 მაისს, სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება.
საქართველოს შს სამინისტროს საინფორმაციო და ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი დავით სუჯაშვილი სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ადასტურებს, რომ ქართული მხარე ხვალინდელ შეხვედრაზე საოკუპაციო ხაზის გადმოწევის საკითხის გარდა, ასვეე დააყენებს გატაცებული როსტომ სოსიაშვილის გათავისუფლების საკითხს, რომლის გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები ჯერ ჯერობით კვლავ მიმდინარეობს.
სეპარატისტები თავის მხრივ, მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე თავიანთი უგზო-უკვლოდ დაკარგული და საქართველოს ციხეებში მყოფი ე.წ. მოქალაქეების საკითხის დაყენებას აპირებენ. ასევე კიდევ ერთხელ დაყენებენ ქართული სოფლის ზარდიანთკარის საკითხსაც.
მასალის გამოყენების პირობები