ძლიერი წვიმის გამო საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კულტურულ-სპორტულ- გასართობი ღონისძიებები ღია ცის ქვეშ აღარ გაიმართება, -Aამის შესახებ ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ ცამციშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სპორტული ღონისძიებები სპორტულ დარბაზებში, ხოლო კულტურული ღონისძიებები გალერია-მუზეუმებში გადაინაცვლებს.
,,ძლიერი წვიმის გამო მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაგეგმილი ღონისძიებები ალტერნატიულ ადგილებში ჩავატაროთ, რადგან ძლიერი წვიმის გამო რიგითი ქუთაისელები ყველაფერს ნახვას ვერ ახერხებენ", -განაცხადა თეიმურაზ ცამციშვილმა
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის კულტურული სამსახურის ორგანიზებით 25-მდე ღონისძიება იყო დაგეგმილი.