საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ქუთაისში ღონისძიებები დილიდან დაიწყო. ქუთათელ-გაეთანელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ დამოუკიდებლობის დღისადმი დაღუპულთა სულებისთვის პარაკლისი დილით ბაგრატის საკათედრო ტაძარში აღავლინა. ამ წუთებში კი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსთან სამხედრო ტექნიკის, საპატრულო პოლიცია და სახანძრო მანქანების გამოფენა მოწყობილი.
სამხედროებს უკვე მიმართა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ და გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილემ. Aადგილზე ასევე იმყოფება ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გუბაზ სანიკიძე.
პარლამენტის გარდა 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები პარალელურად ქუთაისის სხვადასხვა ქუჩებში მიმდინარეობს.
ცნობისთვის ქუთაისის ცენტრალურ მოედანთან და ასევე პარლამენტის ტერიტორიასთან მიმავალი ქუჩები სამხედრო ტექნიკის გამოფენის გამო გადაკეტილია.