დღეს, 24 მაისს 16:00 საათზე აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით აღინიშნება სახელოვანი მედიკოსის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, საზოგადო მოღვაწის, მწერლის, პუბლიცისტის, პროფესორ რამაზ სურმანიძის 80 წლის იუბილე.
ღონისძიებას დაესწრება აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, ღვაწლმოსილი ექიმები, სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელები და სამინისტროს თანამშრომლები.
მისამართი: აკადემიკოს კომახიძის ქ. #119 (აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სხდომათა დარბაზი)