ქალაქ ლანჩხუთის ცენტრში „აჯანყებული გურულის" ძეგლი დააბრუნეს. სამუშაოები კომპანია „ატუმ" შეასრულა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან მხოლოდ 1300 ლარი დაიხარჯა. „აჯანყებული გურულის" დაბრუნებას მოსახლეობა ოვაციებით შეხვდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გამგებელ ზაზა ურუშაძის ხელმძღვანელობით.
„ერთ-ერთი თემის მოსახლეობა ითხოვდა ამ ძეგლის თავიანთი სოფლის ცენტრში დადგმას. ქალაქის რწმუნებულთან ერთად გადავწყვიტეთ ძეგლი თავის ადგილას დაგვებრუნებინა.ყოველთვის ვფიქრობდი, რომ „აჯანყებული გურულის" აღება შეცდომა იყო", - აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიგინეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ძეგლი 2011 წლის 15 ნოემბერს გვიან ღამით აიღეს