ამერიკელმა ფსიქოლოგმა ჯონ გოტმანმა თავისი კვლევებით დაასკვნა, რომ მამაკაცები ემოციურად უფრო დაუცველები არიან და დიდხანს რჩებიან დაძაბულები.
ჩხუბის დასაწყისში მამაკაცებს მკვეთრად უხშირდებათ გულის ცემა და ეზრდებათ არტერიული წნევა. ამასთან ასეთ მდგომარეობაში ისინი გაცილებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმყოფებიან, ვიდრე ქალები. ამიტომ მამაკაცები უფრო ხშირად იტანჯებიან გულის შეტევით, მათი შინაგანი "დამცველი" უბრალოდ ვერ უძლებს.
გაცილებით "სერიოზული საუბრის" დროს მამაკაცის გულის პულსაცია 20-30 ჯერ აჭარბებს დადგენილ ნორმას. ცვლილება მათ ორგანიზმში ძალიან სწრაფად ხდება, ხშირად ჩხუბის შემდეგ მამაკაცს უჭირს გონს მოსვლა.
უმეტეს შემთხვევაში ქალებში პულსი არ იცვლება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ბევრად უფრო კომფორტულად გამოხატავენ საკუთარ პრეტენზიას. თუ ქალი დუმს საკუთარი წყენის შესახებ მაშინ ეს შეიძლება დეპრესიაში გადაიზარდოს და უფრო მეტი, შეიძლება გამოიწვიოს ისეთი დაავადება როგორიცაა კუჭის წყლული და კოლიტი. არ შეიძლება ქალმა საკუთარ თავში დააგროვოს უარყოფითი ემოცია, მისგან გათავისუფლება განცდების გამოხატვით ხდება.
მამაკაცებს პირიქი ურჩევნიათ ჩუმად იყვნენ, ძირითადად დუმან ,რათა საკუთარი გული და ტვინი ზედმეტ სტრეს ააცილონ. ხშირ შემთხვევაში ამას მამაკაცები ქვეცნობიერის დონეზე აკეთებენ. ამასთან, მამაკაცები ქალებისგან განსხვავებით ნაკლებ ღვარძლიანები არიან, ამიტომ მათ უადვილდებათ პრობლემის დავიწყება, ვიდრე ის კვლავ დააყენონ საუბრისას.
ფსიქოლოგები ურჩევენ წყვილებს : ნუ წაიყრუებენ და აუცილებლად ისაუბრონ საკუთარ პრობლემებზე, ვინაიდან მათი გადაჭრა მხოლოდ ასე შეიძლება. თუმც ყოველივე ფრთხილად უნდა გაკეთდეს, ყოველგვარი ნეგატიური ემოციის გარეშე, ეცადეთ საუბარში ნაკლებად გამოიყენოთ ნაცვალსახელი "შენ" და შეცვალოთ იგი უპიროვნო სიტყვებით.