"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი და კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი დაკითხვაზე დაიბარეს. ინფორმაციას ამის შესახებ პარტიის პრესსამსახურში ადასტურებენ. რა თემაზე არიან ისინი დაკითხვაზე დაბარებული, ჯერჯერობით უცნობია.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გოკა გაბაშვილი გააკეთებს.