მიმდინარე წლის 20 მაისს შინაგან საქმეთა მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს შს მინისტრი შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, მის აღმატებულება, ბატონ ილჰამ ალიევთან.
შსს-ს ინფორმაცით, ირაკლი ღარიბაშვილი ასევე შეხვდება აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა, ეროვნული უშიშროების და საგანგებო სიტუაციების მართვის მინისტრებს და საზღვრის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელობას. ვიზიტის მსვლელობისას მხარეები განიხილავენ სამართალდაცვით სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს. საუბარი შეეხება აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში უკანასკნელ პერიოდში განხორციელებულ რეფორმებს და ამ მიმართულებით დაგეგმილ სხვა ღონისძიებებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში 22 მაისს დასრულდება.