დეპუტატი ეკა ხერხეულიძე ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტის შემსწავლელ საპარლამენტო კომისიასთან თანამშრომლობისთვის მზადაა და აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს. ეს განცხადება ხერხეულიძემ დღეს სესიაზე კომისიის შუალედური ანგარიშის წარდგენისას გააკეთა და კომისიის წევრებს მუშაობის მიმართულებაც მისცა.
იგი კომისიას მოუწოდებს, გამოიძიოს, ვის ეკუთვნოდა იარაღი "სტეჩკინი'', რომლის გასროლითაც გამსახურდია დაიღუპა და როგორც აღნიშნა, მან იცის ადამიანი, ვისაც აქვს ინფორმაცია "სტეჩკინის" მეპატრონის შესახებ.
ხერხეულიძეს მიაჩნია, რომ კომისია უნდა დაინტერესდეს იმ ფაქტითაც, რომ ღონღაძე და ჯინჭარაძე, რომლებმაც გამსახურდია ალყის დროს არ მიატოვეს, ისე გაქრნენ, რომ მათი გვამებიც ვერავინ ნახა.
ამასთან, ხერხეულიძემ იმ გარემობაზედაც გაამახვილა ყურდარება, რომ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების შემდეგ, მისი დაცვის წევრები გვამის სხვადასხვა ჩაცმულობაზე საუბრობდნენ.
ხერხეულიძე აცხადებს, რომ იგი არ იზარებს ზვიად გამსაუხრდიას მიერ თავის მოკვლის ვერსიას და მიიჩნევს, რომ სიმართლის დასადგენად ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს.