"საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ" "ყარადაღ-თბილისის" 700მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის "გარდაბანი-ნავთლუღის" 30კმ-იანი მონაკვეთის ელექტროქიმიური დაცვის მოწყობილობის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს.
ტენდერში გამარჯვებულმა სამშენებლო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში უნდა დაასრულოს.
დაინტერესებულმა პირებმა ქართულ ენაზე შედგენილი სატენდერო წინადადება და საკვალიფიკაციო მონაცემები ნავთობისა და გაზის კორპორაციაში 2009 წლის 6 ნოემბრის 16.00 საათამდე უნდა წარადგინონ.
ელექტროქიმიური (კათოდური) დაცვა მაგისტრალურ გაზსადენს ნიადაგისეული და მოხეტიალე დენებისგან გამოწველური კოროზიისაგან იცავს.