საქართველოს პროკურატურა პრობაციონერთა დასაქმების კამპანიას განაგრძობს. 29 წლის გიორგი ტატუნაშვილი დღეიდან კომპანია "ქაღალდის ქარხანაში~ იმუშავებს. საწყის ეტაპზე მისი ხელფასი 300 ლარი იქნება. საწარმოში დასაქმებისთვის რეკომენდაცია გიორგი ტატუნაშვილს მცხეთის პროკურატურამ გაუწია.
ტატუნაშვილი ქურდობისთვისაა მსჯავრდებული და ხუთწლიან პირობით სასჯელს იხდის. მუშაობის დაწყების სურვილი პრობაცინერმა თავად გამოთქვა, საქართველოს პროკურატურა კი მას სურვილის განხორციელებაში დაეხმარა. მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ 2010 წლის 23 თებერვალს ახალი თანამშრომელი კოლექტივს პირადად წარუდგინა.
საყვარელიძის განცხადებით, ადამიანებისთვის, რომლებმაც ერთხელ უკვე ჩაიდინეს დანაშაული, მნიშვნელოვანია, იგრძნონ თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად.
"ჩვენ ვეუბნებით ამ ადამიანებს, რომ გვჯერა მათი, რომ მათ აქვთ საშუალება წარსულში დატოვონ დაშვებული შეცდომები და ცხოვრება გააგრძელონ ჩვეული ტემპით. დარწმუნებული ვარ, ტატუნაშვილი ამ შანსს სწორად გამოიყენებს~, _ განაცხდა მან.
საქართველოს პროკურატურა პრობაციონერთა დასაქმებას პროგრამას პროექტ ~საზოგადოებრივი პროკურატურის" ფარგლებში ახორციელებს. პროექტის მიზანია პროკურატურის ანგარიშვალდებულებისა და გამჭირვალობის გაზრდა, დანაშაულის პრევენციის მიმართულებით პროკურატურის ორგანოების მუშაობის ეფექტურობის უზრუნველყოფა, პროკურატურის მიერ საზოგადოების მოთხოვნების და პრობლემების გათვალისწინება, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება.