ოპოზიციის აქტივისტები ჯაბა ჯიშკარიანი, ლაშა ჩხარტიშვილი და დაჩი ცაგურია სასამართლო დარბაზიდან გააძევეს.
მიზეზი სასამართლო წესრიგის დარღვევა გახდა. საქალაქო სასამართლოს ოფიციალური განმარტებით, სამივე პირმა მოსამართლეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მაშინ მიაყენეს, როცა 28 მაისის საპროტესტო აქციის დროს დაკავებული შალვა გოგონაშვილისა და ლევან ლოლიაშვილის საქმე განიხილებოდა.
გოგინაშვილს პოლიციელის განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის ასამართლებენ. ლოლიაშვილს კი პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ადანაშაულებენ.