ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტის შემსწავლელი კომისია უახლოეს დღეებში თენგიზ სიგუას და ედუარდ შევარდნაძის დაკითხვას გეგმავს. ამის შესახებ განცხადება კომისიის თავმჯდომარემ კონსტანტინე გამსახურდიამ დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, კომისიის შუალედური ანგარიშის წარდგენისას გააკეთა.
მისი თქმით, კომისია შევარდნაძის დაკითხვის აუცილებობაში მას შემდეგ დარწმუნდა, რაც თენგიზ კიტოვანს და იგორ გიორგაძეს მოუსმინა.
გამსაუხრდიამ ყურადღება გაამახვილა კომისიის სტატუსის გადასინჯვის აუცილებობაზედაც. გამსახურდია კვლავ საგამოძიებო კომისიის სტატუსის მინიჭების აუცილებლობაზე საუბრობს და იმედს გამოთქვამს, რომ ამ მხრივ დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
გამსახურდიას თქმით, კომისია ისეთი დოკუმენტის დადებას გეგმავს, რომელშიც სრულყოფილად იქნება ჩადებული გამოძიების დეტექტიური ნაწილი და ისტორიული და პოლიტიკური შეფასებითი ნაწილიც.
გამსახურდიას გარედაცვალების მიზეზების დამდგენ დროებით საპარლამენტო კომისიას უფლებამოსილება დღეს კიდევ სამი თვით გაუგრძელდება.