ხვალ, 24 თებერვალს, 12:00 საათზე, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე № 5 ქალთა და არასრულწლოვანთა საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებას ეწვევა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" უწყებიდან აცნობეს, მინისტრი დაწესებულებაში მოქმედ სამკერვალო "ათინათს" დაათვალიერებს.
აღსანიშნავია, რომ კომპანია "მეგაფუდის" მიერ დაარსებულ საწარმოში დასაქმებული მსჯავრდებულები მათ მიერ შეკერილ უნიფორმებს კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს" გადასცემენ.